

ჰაჰააა

ნეტა რას ვფიქქრობბ?! წელს აბარებ გოგო ,ცოტა აზზრზეეე მოდი

ნუ კაი ვითომ ვმეცადინეობ,ვითომ მიყვარს,ვითომ მინდა ,ვითომ მინდა რომ რამეს მივაღწიო


ვაიმეე როგორი მეოცნებე ვარ...პატარა კუნძული მაქვს...და იქ ვარ სკუპ!

შენ არ გჭირდება სიტყვით შემკობა,- ხსოვნაა შენი შემამკობელი... ასე კარგავენ ომში მეგობარს, ასე უკვდებათ შვილებ---მშობელი, ასე ღრმავდება გულში იარა და თU ამქვეყნად მაინც ვყოვნდები,- ვცოცხლობ კი არა, ვცხოვრობ კი არა, უბრალოდ---სიკვდილს ვუახლოვდები |
* * *
მტვერი და წიგნები. საფერფლე - ნიჟარა.
მტვერშია მაგიდა და თეთრი საინიც.
დამტოვეს მარტო და სიტყვამაც მიშარა...
- დარჩით, გევედრებით! ცოტა ხნით მაინც!
დარჩით, ამ სარკმელში მოსჩანს ნარიყალა
და შორი ხეების ზურმუხტის ჯავარი.
თქვენ დაგინახეთ და გულმა გადიყარა
წლობით დაგროვილი სევდა და ჯავრი...
მე ბედის წინაშე ოცნება და ღმერთი
ხელახლა ჯვარს ვაცვი უნიჭო შაირით
და ახლა დამირჩა ცხოვრების დაღმართი,
მივყვები და თვითონ არ ვიცი - საით?
მტვერი და წიგნები. საფერფლე - ნიჟარა.
მტვერშია მაგიდაც და თეთრი საინიც.
დამტოვეს მარტო და სიტყვამაც მიშარა...
დარჩით, გევედრებით! ცოტა ხნით მაინც!
* * *
* * *
მთვარე კომშივით ჰკიდია ტოტზე,
ქალი ჩურჩულებს: ”კარგი, მომეშვი...~
გზა დაჰკარგვია პატარა მოზვერს
და მოწყენილი დგას ორღობეში.
ღამე კი არა - ვერცხლის ბინდია,
დასერილია ცა მავთულებით,
და მთვარის შუქზე, ვხედავ, მიდიან
ორნი -
ალაზნის მიმართულებით...
* * *
* * *
ეუბნებოდა მოყვასი მოყვასს:
-იყავ მორჩილი, მომთმენი, მშვიდი...
და მორჩილებით მიშვერილ ლოყას
ბეჭედს ასვამდა ხუთივე თითით.
ეუბნებოდა მოყვასს მოყვასი:
-არ მოიცილო პირზე ღიმილი...
და ხუთი თითის კვალი ლოყაზე
ენთო ვარსკვლავის ხუთი ქიმივით!
* * *
სიყვარული
მ.შ.-ს
სულ მენატრები, მაშინაც კი, როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...
მუდამ და ყველგან-
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან-
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
სულ მენატრები,
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
და მაინც... გნატრობ!
კაფეში
ისინი კაფეში ისხდნენ.
ქალის ხელი ვაჟის ხელს შეეხო და...
- მიყვარხარო, - წამოსცდა ქალს.
ვაჟს სახე ტკივილისაგან დაეღმიჭა.
- რა მოგივიდა?
- არაფერი... მომეჩვენა,
თითქო ვიღაცამ ფეხი დააბიჯა ჩემს საფლავს.
მინაწერი მიშა ქვლივიძის წიგნზე
ის რუსთაველზე იდგა მარტო,
ნაცნობს ელოდა,
მოსული ჩანდა სულ სხვაგვარი საქართველოდან.
ვერავის სცნობდა დაბნეული,
თვალთ აცეცებდა,
აკვირდებოდა გამვლელებს და ნაცნობს ეძებდა.
მაგრამ ამაოდ,
ყველა სახე იყო უგრძნობი.
და იდგა ასე მარტოსული და შეუცნობი.
იდგა მთელი დღე,
ხალხმა მის წინ ფუჭად იდინა...
უცებ მზის სხივმა შიგ თვალებში შეუჭვრიტინა,
იცნეს ერთურთი,
გაიხსენეს ბევრი ამბავი,
რაც მიშას დარჩა უთქმელი და დაუსტამბავი.
მათ არ ესმოდათ უცხო ხალხის მიეთ-მოეთი
და გამზირს დინჯად მოჰყვებოდნენ
მზე და პოეტი.
ვახუშტი კოტეტიშვილი თბილისი, 2002 წ. 2 იანვარი, ბედობის დღე
შოტლანდია (შოტლანდიურად: Alba) ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდ ინგლისს. ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე და ირლანდიის ზღვა. შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ I ეწოდა. 1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. 1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა. 1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ დამოუკიდებლობა სურს.
შოტლანდიური დროშა ლურჯია თეთრი დიაგონალური ჯვრით. ეს წნიმდა ენდრიუს დროშაა, რომელიც შოტლანდიის მფარველ წმინდანად მიიჩნევა. შოტლანდიის ჩრდილოეთი მთიანია, ამიტომ, იქ ნაკლებია მოსახლეობა. ხალხის დიდი ნაწილი ქვემო, დაბლობ მხარესა და სანაპიროებზე ცხოვრობს. ცენტრალური შოტლანდიის სამხრეთი ნაწილიც მთა-გორიანია, თუმცა, უფრო ნაკლებად. დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებთან ბევრი კუნძულია. დედაქალაქია ედინბურგი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. უდიდესი ქალაქი კი გლაზგოა, სადაც შოტლანდიელების თითქმის ნახევარი ცხოვრობს. შოტლანდიის დანარჩენი ქალაქებია აბერდინი, დანდი, ინვერნესი და სთირლინგი. უდიდესი კუნძულებია - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3 კუნძულოვან მხარედ.
შოტლანდია ბრიტანეთის კუნძულის მესამედზე მეტია და როგორც თავად კუნძულის, ასევე ევროპის ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის ფართობი 78,772კმ² -ია და მისი ერთადერთი სახმელეთო მოსაზღვრე ინგლისია 96 კილომეტრზე. ატლანტის ოკეანე დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილ
ოეთის ზღვა აღმოსავლეთიდან ეკვრის. კუნძული ირლანდია სულ რაღაც 30 კილომეტრშია შოტლანდიის სამხრეთი სანაპიროებიდან. ნორვეგია კი 305 კილომეტრშია აღმოსავლეთით, ხოლო ფარერების კუნძულები 270 კილომეტრში ჩრდილოეთით. შოტლანდიის უმღლესი მწვერვალია ბენ ნევისი, უდიდესი მდ
ინარე კი თეია, რომელიც 190 კილომეტრის სიგრძეზე მოედინება. .
შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები ძირითადად ინგლისთან წარმოებდა 13-14 საუკუნეებში. პირველი ომი 1296 წელს ატყდა ინგლისის მიერ შოტლანდიის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის გამო და 1332 წელს ედ
ინბურგ-ნორთონმფთონის შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა. მეორე ომი 1332-1337 წლებში წარმოებდა და ბერვიქის შეთანხმებით დაზავდნენ მხარეები.
ხსენებული ომები შოტლანდიელი ხალხისთვის ისტორიულად ყველაზე მძიმე მომენტად მიიჩნევა. ორივე ომის დასრულებისას შოტლანდია თავისუფალ ქვეყნად რჩებოდა. ომში მშვილდ-ისრები აქტიურად გამოიყენებოდა, რაც შუა საუკუნეების განმავლობაში ომის წარმოებისას აუცილებელ იარაღად მიიჩნევა.
შოტლანდიის ოფიციალური ენებია: ინგლისური და გელურ-შოტლანდიური ენა. შოტლანდიის დიდი ნაწილი ინგ
ლისურად ლაპარაკობს, შოტლანდიურს კი დასავლეთის კუნძულების მცხოვრებნი იყენებენ. არის მესამე ენაც, ე.წ. ქვემო შოტლანდიური, რომელიც გერმანიკული ჯგუფისაა და ინგლისურთან საკმაოდ ახლოს დგას.
დიდი მადლობა ვიკიპედიას ...
ზღვისპირას,
სადაც იშლებიან ოლეანდრები,
ზღვისპირას, სადაც აბურძგნულა პატარა პალმა,
დღეს შენი თავი გამახსენა უცნობმა ქალმა
და დღეის შემდეგ კიდევ უფრო მომენატრები...
ზღვისპირას,
სადაც იშლებიან ოლეანდრები,
ჩემი ფიქრივით მოწყენილა პატარა პალმა...
გაგრა
1957.
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...
ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.
უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.
1957.
ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისგან გაბეზრებული
ყვავები რარიგ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?!
1990
..............................................................................
თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.
თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.
მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა...
მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.
2004
.....................................................
მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი _ ზღვა...
ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა.
1954
*************************************
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.
სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.
მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..
1952
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
1916
პაოლო იაშვილი.
...................................................................................................
«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული
ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
ღამეა და ქარები,
მთვარე ბადრია,
სად მიგეჩქარება,
ჯერ ხომ ადრეა?..
შემოდგომაა, ღამეა,
გული კი ისეა,
თითქოს მზის ჟამია,
თითქოს მაისია.
ახლა ხომ ალერსით
დათრობის წამია;
ხეებსაც ჩაესმით,
ეს ცაც მოწამეა,
რომ უსიყვარულოდ
სისხლია უჩქეფი;
უსმინე, ფარულად
რას ხმობენ ბუჩქები:
_ ტრფობით ალეწილნი
ქვეყნად სანამ ვართო,
იყოს სიყმაწვილე _
ქართა სანავარდო.
შენ კი...
კვლავ ჰქრიან ქარები
და მთვარეც ბადრია,
სად მიგეჩქარება,
ჯერ ხომ ადრეა?!..