Sunday, May 31

ცუდი საქციელი

....
რატომ იქცევა ადამიანი ცუდად?! იმიტომ რომ ადამიანია? თუ იმიტომ რომ ტვინს არ აყოლებს საქმეს?
ანუ მე....
მე....
ახლა ვფიქრობ იმაზე რომ რაღაც ცუდი გავაკეთე.გავაკეთე კი არა ვთქვი...არც კი ვიცი რა მათქმევინა.ნეტა არ მეთქვა.ნეტა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს და ჩემი შეცდომის გამოსწორების საშუალება მომეცეს! ...რა ვქნა არ ვიცი ძალიან ბევრს ვფიქრობ და ბევრს ვნერვიულობ...ის კი მართლია ,რაც აღარ გამოსწორდებაო იმაზე აღარ უნდა ინერვიულო!?///
ვიცი რომ ასეა მე ადამიანი ვარ და შესაბამისად მენერვიულება...იმაზე რომ ჩემს საქციელს ცუდი დასასრული არ ჰქონდეს.მაგრამ ექენება ვიცი...ნეტავ არ მეთქვა ნეტავ არავისთვის გამენდო.ეს არ იყო საჭირო...რა სულელეი ვარ რატომ ვაკეთბ ისე რომ მერე ყოველთვის თავში უნდა ვირტყა ხელი და ვთქვა რატომ?!

Saturday, May 30

მურმან ჯინორია-

გაგიჟებამდე ათასჯერ,ორიათსჯერ,ხუთაისჯერ მოსუმენ ....


Sunday, May 24

orange sky


ახლა ჩემი წინა პოსტის საპირისპიროს ვწერ....
1.Everything will be ok..იაა
2.თუ არ გამომივა დღეს მომავალი დღე ჩემს წინააა (პ.ს თუ რამე არ მომივიდა ;) :)
3.რასაც ვეღარ შევცვლით იმაზე აღარ უნდა ვინერვიულოთ!
4.თუ თავს გვაბეზრებენ გარშემო მყოფი ადამიანები ,უბრალოდ ''ხუმრობით'' უყუროთ მათ ! :
5.თუ ცუდ ხასიათზე ხართ გარეთ გაიხედეთ გარემოს გადახედეთ...რამეს მაინც იპოვნით საა საცილოს : ;)
6.ეცადეთ იშრომოთ ;) ვინაიდან და რადგნაც ყოველგვარ ნეგატიურს მანდ მიაფრქვევთ და ნერვიულობის თავი ,აღარ გექნებათ იმიტომ რომ დაიღლეთ...
7.იყავით თქვენ მეგობრებთან...
8.უსმინეთ მუსიკას !
9.რწმენა იქონიეთ მომავლის...

10.და თუ ამანაც აღარ გიშველათ, იცოდეთ არ აიღოთ ხელში იარაღი (ნაჯახი ბრიტვა,თოკი,ან არ წახვიდეთ ხიდზე )და თავი არ მოიკლათ ეს გამოსავალი არ არის..
ნუ იფიქრებთ ბევრს და ან თუ მაინც იფიქრეთ ,იფიქრეთ კარგზე...

უაზროდ გაიცინეთ :დ
აი აასე...იარეთ სტაფილოსფერი სათვალეებით

როცა...


როცა არ ვიცი რა ვქნა...ვზივარ და მხოლოდ მუსიკას უსმენ! მას მივანდე თავი იქნებ რამით მიშველოს! ამ მდგომარეობაში!...
როცა გინდა ყველასგან მარტო იყო და არ გამოგდის...
როცა გინდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყოს და არაფერი სიზმრის გარდა...
ნეტა მართლაც სიზმარი იყოს...დავიღალე...
ათასი მტკვაველი ,თუნდაც მილიონი...ფეხით წავიდოდი ბედნიერების საძებნად,დიდ და ვრცელ გზაზე...დროებით ოცნებებით ვარ შემოფარგლული...ფოთლების სიცილი მესმის, აკანჭულ ალვის ხეებზე...
თოლია..ჩემი ოცნება...გაფრინდაა ...როგორც უაზროდ გაფრენილი წამი...
არ ვიცი.... რა ვქნა..ცუდი შეგრძნება მაქვს ..,ცუდს ვგრძნობ...

Friday, May 22

ვახუშტი კოტეტიშვილი


რატომღც მისი ლექსების კითხვისას დიდ სიამოვნებას განვიცდი.
უბრალო,სადა,საყვარელი!ნაცნობი გრძ
ნობა ჩემთვის...

(ზღვისპირას...)

ზღვისპირას,
სადაც იშლებიან ოლეანდრები,
ზღვისპირას, სადაც აბურძგნულა პატარა პალმა,
დღეს შენი თავი გამახსენა უცნობმა ქალმა
და დღეის შემდეგ კიდევ უფრო მომენატრები...
ზღვისპირას,
სადაც იშლებიან ოლეანდრები,
ჩემი ფიქრივით მოწყენილა პატარა პალმა...

გაგრა
1957.

*******************************************

(ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო...)

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

1957.

............................................................................
ვინ იცის?

ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისგან გაბეზრებული
ყვავები რარიგ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?!
1990


..............................................................................

თქვენ და მე

თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.

თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.

მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა...

მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.

2004

.....................................................

ნატვრისმაგვარი

მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი _ ზღვა...

ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა.
1954

*************************************

სიყვარული

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..

1952

პოეზია უპირველეს ყოვლისა!

საერთოდ ამ ბლოგის შექმნა იმიტომ მინდოდა რომ,მეთქი შიგნით ბევრ რამეს შვინახავთო მერე რომმ დამჭირდეს და ერთიანად ამოვყაროთო ,ამიტომ ჩემი მიზნები განხორციელებას შეუდგები !
............................................................................................................................................................................
იმ სილამაზეს წარსულს
ლ.ასათიანი
მ. მ-ს


ჩემი ბავშვობის სახლთან

ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს

და შენ მაგონებ ახლა

იმ სილამაზეს წარსულს.


სხვა რამ, შაირის გარდა,

როგორ გაკადრო, აბა?

რარიგ გიხდება და გრთავს

ეს შინდისფერი კაბა!


ხედავ? ზამთარი ქრება,

ყვავილებს გაშლის ნუში;

ყველგან ხალისი… სევდა

მხოლოდ პოეტის გულში.


წუხილს წაიღებს ქნარი

და სტრიქონებად დაქსოვს.

— საღამო იყო წყნარი,

თქვენთან ვიყავი, მახსოვს…

....................................................................
პირამიდებში

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

შენ მომინდები,

შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.

შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალებ დანაბული,

საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში

მზიურებს მაშინ

არაფერი მოგვაგონდება...

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
1916

პაოლო იაშვილი.

...................................................................................................

ყივჩაღის პაემანი

«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

გიორგი ლეონიძე
.....................................................................................

naTia




(დეპრესიის საწყისი წერტილიდან )(ვგონებ მალე მომშორდება ეს უაზრო ხასიათი)

Thursday, May 21

თოლიაა რაა :D


რატომღაც გადავწყიტე ჩემს ბლოგს თოლია დავარქვა ჰმ!
არც კი ვიცი რატომ...
თოლია არც ბევრის მთქმელია და არც ცოტასი ...
ალბათ იმიტომ რომ ფრთები აქვს და დაფრინავს...
დიახ სიმობოლოა ოცნების!.და მე თოლიაც იმიტომ მიყვარს რომ ოცნებაა...
ზღვის გულზე დაფრინავს ,სულ ცოტაც და მკერდს შეახებს ზღვას ....
ან ძალიან მაღლა ააა ცაში ,ღრუბლებს გაეთამაშება და ნისკარტ დახრილი ისევ ზღვის ნაპირას ჩამოჯდება,თვალებს უკიდეგანო ზღვას მიაპყრობსდა ჩაფიქრდება...დარწმუნებული ვარ საფიქრალი ბევრი რამ აქვს ...რბილ მიწაზე დარჩენილ საფეხურებს კი ზღვის ტალღები წაუშლის...მერე ისევ უკვალოდ დაიწყებს ფრენას... !!....

Wednesday, May 20

ადრეა

ღამეა და ქარები,
მთვარე ბადრია,
სად მიგეჩქარება,
ჯერ ხომ ადრეა?..

შემოდგომაა, ღამეა,
გული კი ისეა,
თითქოს მზის ჟამია,
თითქოს მაისია.

ახლა ხომ ალერსით
დათრობის წამია;
ხეებსაც ჩაესმით,
ეს ცაც მოწამეა,

რომ უსიყვარულოდ
სისხლია უჩქეფი;
უსმინე, ფარულად
რას ხმობენ ბუჩქები:

_ ტრფობით ალეწილნი
ქვეყნად სანამ ვართო,
იყოს სიყმაწვილე _
ქართა სანავარდო.

შენ კი...

კვლავ ჰქრიან ქარები
და მთვარეც ბადრია,
სად მიგეჩქარება,
ჯერ ხომ ადრეა?!..

1957.


ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით"...