Tuesday, January 19

p.p.p.


ჩემს დაუბადებელ ვაჟიშვილს
პაოლო


იქ მდინარესთან ახალი და ქათქათა ხიდის

ახლოს, რომელიც ფაშისტების საამებლად

კათოლიკებმა მოამთავრეს,-იქ, ფრიზებს შორის

რიოშ ნანგრევებს და ნახევარკოლონებს შორის

ქალების დასტა კლიენტების მოლოდინში მზეზე თბებოდა

და იმით შორის ფრანკა, გოგონა ჩამოსული ვიტერბოს მხრიდან.

თუმცა გოგონა, მაგრამ უკვე დედა და თანაც

რა სხარტი ვინმე, რა მსუბუქად მოიჭრა ჩემი

მანქანის კართან, თან იმგვარი თავდაჯერებით

რომ შემეცოდა. შემოვიდა და მოკალათდა

ბიჭუნასავით მხიარული და ჩვენ გავქანდით

კასიის მხარეს, გზაჯვარედინს გავცდით თუ არა,

მზის ქვეშ ცარიელ გზატკეცილზე გავიჯირითეთ

ცარცის კარიერს და ტრიპოლის ქოხების გასწვრივ

და მივაღწიეთ იმ ალაგსაც: ეს იყო მდელო,

ღრმა მღვიმეებით ჩამოსერილ გორაკის ძირას,

ბებერი ცხენი მოშორებით, ნამიან მოლზე

და ცარიელი მანქანა ბუჩქებს მოფარებული,

სადღაც, სულ ახლოს მხიარული ექო გასროლის,

ირგვლივ ბავშვები, ღარიბები და წყვილები ახალ-ახალი,

რა სავსე იყო იმ დღეებსი ჩემი ცხოვრება, საქმიანობა,

არავითარი უთანხმოება, არავითარი შიში და ძრწოლა,

მე წლიდან წლამდე აგრე მშველოდა

-თანდაყოლილი სიმსუბუქე, ჯანმრთელობა, აღფრთოვანება,

მერე კი ფიქრის სინათლე, თუმცა ზოგჯერ ცოტა საეჭვოც,

-სიყვარული და ძლიერება და აზროვნება,

რომელიც უკვე ცხოვრებამ მომცა,

და მაინც არ დაბადებულა ჩემი პირველი

და ერთადერთი ვაჟიშვილი,

და მე არ ვნანობ, რომ აქ არა ხარ

და არც არასდროს მოხვალ ამქვეყნად.