Friday, June 19

მიხეილ ქვლივიძეს შემოქმედება

გ. ქარუმიძეს

„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..

ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი...
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“...
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, -
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!“


ტატოს ვედრება

გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე და სიცოცხლით
ხელმეორედ გამაოცე!
გამაოცე,
გამაკვირვე,
განმაცვიფრე,
გამახარე,
გამამრავლე,
გამავრცელე
და ამქვეყნად დამამყარე!..
სანამ პირში სული მედგა
და მწყალობდა მაღლით ღმერთი,
სულ რაღაცას მოველოდი,
სულ რაღაცას ვაპირებდი;
სულ იმედის გუთანს ვები, —
რომ დამეხსნა ჩემი მხარე,
მაგრამ ჩემი ჭირნახულით
ვერ იქნა და ვერ ვიხარე!
და ამიტომ გევედრები:
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე და სიცოცხლით
კიდევ ერთხელ გამაოცე!
გამაოცე,
გამამრავლე,
გამაასე-და-ათასე...
ცოცხალს თუ ვერ მომიარე,
მკვდარი მაინც დამაფასე!




ვაპირებ ცხოვრებას

ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,

ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!

ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.

ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...

ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე
როდემდე...
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...

და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!



თემიკო ჩირგაძეს

ნაწვიმარია. მთაწმინდაზე თეთრი ნისლი
წევს.
ჯერ არ გამშრალა ქვაფენილზე სველი ლაქები.
ქუჩაში მიდის მამაჩემი, გოგი ქვლივიძე —
ერთ დროს ცნობილი ინჟინერი და
ქალაქელი.
მას ძველმოდური, გაცრეცილი პალტო
აცვია,
ჭაღარა თავზე ქალაქური „კარტუზი“
ხურავს,
მიდის ქუჩაში მარტოხელა ბერიკაცი და
ჰგავს უცხო სახლში ალალბედად
მოხვედრილ სტუმარს...
მახსოვს, მოსკოვში გამოგზავნილ წერილში მწერდა:
„ვერა გავუგე ვერაფერი ახალ ცხოვრებას,
გადავიღალე ჭიდაობით ავბედით წლებთან
და ვგრძნობ აშკარად დასასრულის მოახლოებას!
თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ
ადათ-წესს ვნატრობ
და აღარ მესმის — ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ...
გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი
მარტო
და იცი, ერთმა ნაცნობმაც არ გამოიარა!...
ეტყობა, ჩემი დრო წასულა, არ ვარ საჭირო,
უკანასკნელი, ქალაქს შევრჩი, როგორც მძევალი
და მის ქუჩებში დღეს რომ სადმე ფეხი
გავჭიმო,
კაცი არ იტყვის: „ეს ხომ გოგი ქვლივიძე არი!“
არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებს
კვეხნად, —
დრო იყო, ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა...“
........................
მამაჩემივით, რუსთაველზე მე ვდგავარ ეხლა
და ვუცდი — იქნებ გაიაროს ვინმე ნაცნობმა. აი ამ ლექსზე რა მემართება ვერ გეტყვით :





შენ არ გჭირდება სიტყვით შემკობა,-
ხსოვნაა შენი შემამკობელი...
ასე კარგავენ ომში მეგობარს,
ასე უკვდებათ შვილებ---მშობელი,
ასე ღრმავდება გულში იარა
და თU ამქვეყნად მაინც ვყოვნდები,-
ვცოცხლობ კი არა,
ვცხოვრობ კი არა,
უბრალოდ---სიკვდილს ვუახლოვდები



* * *
მტვერი და წიგნები. საფერფლე - ნიჟარა.
მტვერშია მაგიდა და თეთრი საინიც.
დამტოვეს მარტო და სიტყვამაც მიშარა...
- დარჩით, გევედრებით! ცოტა ხნით მაინც!

დარჩით, ამ სარკმელში მოსჩანს ნარიყალა
და შორი ხეების ზურმუხტის ჯავარი.
თქვენ დაგინახეთ და გულმა გადიყარა
წლობით დაგროვილი სევდა და ჯავრი...

მე ბედის წინაშე ოცნება და ღმერთი
ხელახლა ჯვარს ვაცვი უნიჭო შაირით
და ახლა დამირჩა ცხოვრების დაღმართი,
მივყვები და თვითონ არ ვიცი - საით?

მტვერი და წიგნები. საფერფლე - ნიჟარა.
მტვერშია მაგიდაც და თეთრი საინიც.
დამტოვეს მარტო და სიტყვამაც მიშარა...
დარჩით, გევედრებით! ცოტა ხნით მაინც!

* * *

* * *
მთვარე კომშივით ჰკიდია ტოტზე,
ქალი ჩურჩულებს: ”კარგი, მომეშვი...~
გზა დაჰკარგვია პატარა მოზვერს
და მოწყენილი დგას ორღობეში.

ღამე კი არა - ვერცხლის ბინდია,
დასერილია ცა მავთულებით,
და მთვარის შუქზე, ვხედავ, მიდიან
ორნი -
ალაზნის მიმართულებით...

* * *
ზღვა მიყვარს,როცა კაციშვილი ნაპირზე არ ჩანს,
როცა ცისფერი გოკიათი არავის ართობს,
როცა ზღვა,
მსგავსად მსახიობის,
სხვისთვის არ ხარჯავს
თავის ნიჭს...
როცა ზღვაა მხოლოდ თავისთვის,მარტო
მაშინ მე მესმის,
კარგად მესმის გულის თქმა მისი,
ვიცი,რას ფიქრობს,როცა ტალღებს აბრუნებს მძიმედ,
და მიხარია,
რომ თავისი შფოთავით და რისხვით
ზღვა არ კეკლუცობს,
არa ცდილობს მოხიბლოს ვინმე...
am leqseze ra memarTeba enit ver avRwer

* * *
ეუბნებოდა მოყვასი მოყვასს:
-იყავ მორჩილი, მომთმენი, მშვიდი...
და მორჩილებით მიშვერილ ლოყას
ბეჭედს ასვამდა ხუთივე თითით.

ეუბნებოდა მოყვასს მოყვასი:
-არ მოიცილო პირზე ღიმილი...
და ხუთი თითის კვალი ლოყაზე
ენთო ვარსკვლავის ხუთი ქიმივით!

* * *

სიყვარული

მ.შ.-ს

სულ მენატრები, მაშინაც კი, როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...
მუდამ და ყველგან-
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან-
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
სულ მენატრები,
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
და მაინც... გნატრობ!




კაფეში

ისინი კაფეში ისხდნენ.
ქალის ხელი ვაჟის ხელს შეეხო და...
- მიყვარხარო, - წამოსცდა ქალს.
ვაჟს სახე ტკივილისაგან დაეღმიჭა.
- რა მოგივიდა?
- არაფერი... მომეჩვენა,
თითქო ვიღაცამ ფეხი დააბიჯა ჩემს საფლავს.



მინაწერი მიშა ქვლივიძის წიგნზე

ის რუსთაველზე იდგა მარტო,
ნაცნობს ელოდა,
მოსული ჩანდა სულ სხვაგვარი საქართველოდან.
ვერავის სცნობდა დაბნეული,
თვალთ აცეცებდა,
აკვირდებოდა გამვლელებს და ნაცნობს ეძებდა.
მაგრამ ამაოდ,
ყველა სახე იყო უგრძნობი.
და იდგა ასე მარტოსული და შეუცნობი.
იდგა მთელი დღე,
ხალხმა მის წინ ფუჭად იდინა...
უცებ მზის სხივმა შიგ თვალებში შეუჭვრიტინა,
იცნეს ერთურთი,
გაიხსენეს ბევრი ამბავი,
რაც მიშას დარჩა უთქმელი და დაუსტამბავი.
მათ არ ესმოდათ უცხო ხალხის მიეთ-მოეთი
და გამზირს დინჯად მოჰყვებოდნენ
მზე და პოეტი.

ვახუშტი კოტეტიშვილი თბილისი, 2002 წ. 2 იანვარი, ბედობის დღე

მიხეილ ქვლივიძე

მიხეილ ქვლივიძე დაიბადა 1925 წლის 22 თებერვალს
მომავალ პოეტს ორი ბებია ზრდიდა: მორუსულე ქალაქელი ანა თურქესტანიშვილი (თამარის დედა) და ხაშმელი მარო ნახუცრიშვილი (გიორგის დედა). ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მან ქართულ და რუსულ ენაზე კითხვა ერთდროულად და თანაც, ძალიან ადრე დაიწყო. ასევე ადრე, ექვსი წლის ასაკში, იგი თბილისის №4 რკინიგზის სკოლაში შეიყვანეს. ეს სასწავლებელი, რომელსაც შემდეგ ,,ალიოშას სკოლას’’ ეძახდნენ, ბევრმა გამოჩენილმა ქართველმა (გია ყანჩელი, ზურა წერეთელი, ოთარ ლითანიშვილი და სხვ.) დაამთავრა. სკოლის დირექტორი, ალიოშა ცინცაძე, ძალიან ამაყობდა თავისი სახელოვანი მოწაფეებით. იგი განსაკუთრებული სიყვარულითა და ყურადღებით ადევნებდა თვალს მიშას ცხოვრებას და სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ გაუწყვეტია მასთან კავშირი. ალიოშა ცინცაძემ თავის შვილებსა და შვილიშვილებსაც კი უანდერძა: ,,ამ კაცს მიმიხედეთ’’-ო. 1941 წელს მიხეილ ქვლივიძემ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და იმავე ზაფხულს თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

იმ დროს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდნენ: შალვა ნუცუბიძე, ნიკო ბერძენიშვილი, მოსე გოგიბერიძე და კოტე ბაქრაძე. მიუხედავად იმისა, რომ მიშა ამ ფაკულტეტზე სულ ორი წელი სწავლობდა, თავის იქაურ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა და ემადლიერებოდა, განსაკუთრებით კი კოტე ბაქრაძეს, რომელზედაც არაერთხელ უთქვამს: ,,იგი ლექტორი კი არა, მოძღვარი იყო, ის ჩვენ აზროვნებას გვასწავლიდა’’-ო. უნივერსიტეტში მიხეილ ქვლივიძე 2 წელი - 1941-1943 წ.წ. - სწავლობდა და სტალინის სტიპენდიანტი იყო. ამის მიუხედავად, იგი მეორე კურსის შემდეგ შრომითი მობილიზაციით საავიაციო ქარხანაში სამუშაოდ გაიწვიეს, სადაც მან წელიწადზე მეტი დაჰყო. შემდეგ კი ყველაფერს ხატვის სიყვარულმა სძლია და მან, 1944 წელს, სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.

ამავე პერიოდში, პოეზიით გატაცებული ახალგაზრდა ყმაწვილი ხვდება პოეტ სიმონ ჩიქოვანს, დიდ პიროვნებასა და ადამიანს. მისმა ყურადღებამ და სითბომ მოხიბლა დამწყები პოეტი და მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მის ცხოვრებას. ეს დიდებული ადამიანი ყოველთვის მხარში ედგა ახალგაზრდა პოეტს, ამხნევებდა და თანატოლივით ეპყრობოდა, ცდილობდა ფართო გზაზე გამოეყვანა და მისთვის მეგობართა საინტერესო წრე შეექმნა. მოგვიანებით სწორედ მან გააცნო მიშას ბორის პასტერნაკი. სიმონ ჩიქოვანის მეშვეობით დაიბეჭდა მიხეილ ქვლივიძის პირველი ლექსი და გამოქვეყნდა პირველი კრებული, მწერალთა კავშირშიც მისი რეკომენდაციით მიიღეს: 1947 წლის 16 იანვარს იგი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრობის კანდიდატი, ხოლო 1952 წლის 12 ივნისს მწერალთა კავშირის წევრი გახდა. მათი ურთიერთობა სიმონ ჩიქოვანის უკანასკნელ წუთებამდე გრძელდებოდა.

პარალელურად სტუდენტური ცხოვრება მიმდინარეობდა, - ახალგაზრდა პოეტი გრაფიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო.სადიპლომო ნაშრომისათვის მან თავისი ლექსების ილუსტრაციები შექმნა. ნაშრომი ფრიადზე შეაფასა პროფ. შარლემანმა, კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: უ. ჯაფარიძე, ს. ქობულაძე, შ. ამირანაშვილი. 1951-1954 წლებში მიხეილ ქვლივიძე სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტი გახდა. მან, შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობა დაიწყო სადისერტაციო თემაზე: ,,ქართული საბჭოთა გრაფიკა’’, ასპირანტურაში სწავლის მესამე წელს კი, თემა შეცვალა: ,,ვეფხისტყაოსნის დასურათების საკითხისათვის’’ (ხელმძღვანელი ი. ურუშაძე). მართალია, მან დისერტაცია არ დაიცვა, მაგრამ მისი ეს ნაშრომი ორჯერ გამოიცა წიგნად.

1951 წელს მიხეილ ქვლივიძე დაოჯახდა, ცოლად შეირთო ლილი გრომეკო. 1952 წელს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დედის სახელი - თამარი - დაარქვა. 1954 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1956 წელს მათ მეორე ქალიშვილი - ნატა - შეეძინათ.

1962-1966 წლებში, მიხეილ ქვლივიძე, ერთადერთი ქართველი პოეტი, ევროპის მწერალთა კავშირის წევრი გახდა. 1960-1965 წლებში იგი რედაქტორად მუშაობდა საკავშირო გამომცემლობაში ”Советский писатель’’. ამ პერიოდის მისი ლიტერატურული საქმიანობა მხოლოდ ლექსებით არ შემოიფარგლებოდა, იგი წერდა კრიტიკულ სტატიებსა და საბავშვო წიგნებს, ძალიან ბევრს თარგმნიდა, განსაკუთრებით, პოლონელ და უნგრელ პოეტებს. მან შეადგინა და პოლონეთში გამოსცა ,,ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია’’, ხოლო უნგრეთში - ,,თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია’’. 1970-1971 წლებში მიხეილ ქვლივიძე დაჯილდოვდა მედლებით პოლონური და უნგრული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის.

1980 წელს გარდაიცვალა პოეტის მეუღლე ლილი გრომეკო. ორი წლის შემდეგ, 1982 წელს, ქართველი პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ,,მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ერთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში’’, რუსული რედაქციის გამგედ. კოლეგიის შექმნის იდეა ოთარ ნოდიას ეკუთვნოდა. ეს იყო უნიკალური ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ქართულ კულტურას ეცნობოდნენ. მთარგმნელობითი საქმიანობა ქვლივიძის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მან არაერთი პიესა თარგმნა, რომელიც წარმატებით იდგმებოდა საქართველოს თეატრებში. 1982 წელს მიხეილ ქვლივიძე მეორედ დაქორწინდა, ცოლად შეირთო მედეა შალამბერიძე. 1984 წელს მათ ვაჟიშვილი - გიორგი - შეეძინათ.

პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი კონოს ეკავა. 1962 წლიდან იგი კინოსტუდია ,,ქართული ფილმის’’ სასცენარო საბჭოს წევრი იყო. 1965 წელს, მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ გიჟიმყრელის მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,გრიბოედოვის საჩუქარი’’. იგი რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი თარგმანითაა ცნობილი თ. აბულაძის ფილმები: ,,ნატვრის ხე’’ და ,,მონანიება’’, თ.ბაბლუანის ,,უძინართა მზე’’, ნ. ჯანელიძის ,,იავნანა’’ და მრავალი სხვა.

1992-1995 წლებში მიხეილ ქვლივიძე კითხულობდა ლექციებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში. 1995 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
2001 წელს პოეტს გადაეცა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის. იგი ხშირად და სიამოვნებით მართავდა შეხვედრებს მკითხველებთან, კითხულობდა ლექციებს.
2005 წლის 20 ივლისს, მიხეილ ქვლივიძე, ქართველი პოეტი, ლიტერატორი და მთარგმნელი, გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

Tuesday, June 16

უბრალოდ

******
გარეთ სიჩუმე. უეცარი გარინდება.შეხება _თბილი. ღიმილი-სასიამოვნო...
დროც მიდის ,წარსული მსგავისა კვანძისა ,წარსულის დღეები თითო კვანძია...
რა ხელი გახსნის მას? ან მოუნდება კი ამ კვანძის გახსნა... დღე თენდება ,იზმორება !.ჩემი თვალები შენ აღარ გიყურებს ,მგონი დაავიწყდი კიდეც ,მხოლოდ ლანდიღა წამოიჭრება ხოლმე ,ნალექად დარჩენილ ფიქრებში ...ქალაქი ფუსფუსებს ,გახელებული მოძრაობს ყველაფერი... წამით არც დედამიწა ჩერდებაა...ამიტომ ვერ ვაჩერებ დროსაც... მგონი სიდიადე მომინდა არც კი...უბრალოდ შენთან მომინდა...
******

Sunday, June 14

ვირუსი

ვირუსი ვარ მოსიარულე...და მგონი ჩემნაირი პარაზიტი ვირუსები ბევრნი დადიან ,...იქნებ საჭიროც კია იყო ''ადამიანი ვირუსი''...რათქმაუნდა კარგი გაგებით,და არა გაციების აუტანელი ვირუსები!
ახლაღა ვხვდები რომ რამდენად გავლენას ვახდენ ადამიანებზე ,ეს ფრაზა შეიძლება სხავამაც თქვას...დღეს არაჩვეულებრივად მოსაღამოვდა... ...ერთმა პატარა სიხარულმა ისე ძლიერ გამახარა რომ ,სიხარულით დავირუსებლმა სხავსაც ვუწილადე ერთი კონა სიხარული ...და ისიც დავირუსდა....მიყვარს ჩემი თავი როცა ასეთი ვარ ანუ როცა მხიარული ვარ.... ...ყველას თავი სტკივა ,ყველას თავის ფიქრი აქვს,მძიმე მარწუხებიდან მხოლოდ ცოტა სიხარული თუ ანთავისუფლებთ ადამიანებს...ბევრს ვფიქრობდი იმაზე თუ რატომ არ გვაქვს ბევრი სიხარული ,ალბათ იმიტომ მერე ადამიანები სიხარულს აღარ დააფასებენ..როცა გიხარია ,ღმერთს მადლობა უნდა შესწირო ...
ცაზე ვარ გაკრული,თვალებში ელვა მივლის ზოლად...ვტირი..მენატრები...
დამავირუსეთ რა დღეს არ ვარ კარგ ხასიათზე ..იცი მე მიყვარხართ

Sunday, June 7

შოტლანდია

ეს პოსტი მინდა ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ქვეყანას ''შოტლანდიას'' მიუძღვნა...რაატომღაც მომწონს ძალიან..ასევე დანიაც მიყვარს. მიყვარს ასეთი ქვეყნები რაღაც ის სილამაზე შემორჩენილი აქვთ და სწროედ ეს მხიბლავს მათში

შოტლანდია (შოტლანდიურად: Alba) ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდ ინგლისს. ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე და ირლანდიის ზღვა. შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ I ეწოდა. 1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. 1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა. 1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ დამოუკიდებლობა სურს.

შოტლანდიური დროშა ლურჯია თეთრი დიაგონალური ჯვრით. ეს წნიმდა ენდრიუს დროშაა, რომელიც შოტლანდიის მფარველ წმინდანად მიიჩნევა. შოტლანდიის ჩრდილოეთი მთიანია, ამიტომ, იქ ნაკლებია მოსახლეობა. ხალხის დიდი ნაწილი ქვემო, დაბლობ მხარესა და სანაპიროებზე ცხოვრობს. ცენტრალური შოტლანდიის სამხრეთი ნაწილიც მთა-გორიანია, თუმცა, უფრო ნაკლებად. დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებთან ბევრი კუნძულია. დედაქალაქია ედინბურგი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. უდიდესი ქალაქი კი გლაზგოა, სადაც შოტლანდიელების თითქმის ნახევარი ცხოვრობს. შოტლანდიის დანარჩენი ქალაქებია აბერდინი, დანდი, ინვერნესი და სთირლინგი. უდიდესი კუნძულებია - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3 კუნძულოვან მხარედ.

გეოგრაფია

შოტლანდიის რუკა

შოტლანდია ბრიტანეთის კუნძულის მესამედზე მეტია და როგორც თავად კუნძულის, ასევე ევროპის ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის ფართობი 78,772კმ² -ია და მისი ერთადერთი სახმელეთო მოსაზღვრე ინგლისია 96 კილომეტრზე. ატლანტის ოკეანე დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილ

ოეთის ზღვა აღმოსავლეთიდან ეკვრის. კუნძული ირლანდია სულ რაღაც 30 კილომეტრშია შოტლანდიის სამხრეთი სანაპიროებიდან. ნორვეგია კი 305 კილომეტრშია აღმოსავლეთით, ხოლო ფარერების კუნძულები 270 კილომეტრში ჩრდილოეთით. შოტლანდიის უმღლესი მწვერვალია ბენ ნევისი, უდიდესი მდ

ინარე კი თეია, რომელიც 190 კილომეტრის სიგრძეზე მოედინება. .



  • ფართობი - 78,8 ათასი კვ.კმ.
  • მოსახლეობა - 5,1 მლნ, ძირითადად შოტლანდიელები. ენები: ინგლისური, გაელური, შოტლანდიური.
  • მთავარი ქალაქი - ედინბურგი (Ed inburgh / Dùn Èideann). სხვა ქალაქებია (ათ.): გლაზგო, აბერდინი, დანდი.
  • ისტორია - უძველეს ხანაში დასახლებული იყო პიქტებისა და გელების ტომებით. მე-5-6 საუკუნეში აქ დასახლდნენ სკოტები (აქედანაა პროვინციის სახელწოდება). მე-11 ს-ში ჩამოყალიბდა შოტლანდიის სამეფო. ინგლისის ცდები შოტლანდიის დამორჩილებაზე დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. 1603 წელს ინგლისის ტახტზე სტიუარტების შოტლანდიური დინასტი ა ავიდა, რის შემდეგაც მათ უნია შეკრეს. 1651-1652 იგი მიერთებულ იქნა ინგლისთან (ოფიციალური გაერთიანება 1707 წელს მოხდა). შოტლანდიის პარლამენტი გაუქმდა 1707 წელს, აღდგა - 1999 წელს. 1979 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მონაწილეთა 51,6 %-მა ხმა მისცა ავტონომიას.

ისტორია

შოტლანდიის ისტორია დაახლოებით 10 000 წლის წინ იწყება, ანუ როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს ამ ტერიტორიაზე დასახლება უკანასკნელი გამყინვარების დასასრულ. ბრინჯაოს ხანისა და რკინის ხანი ცივილიზაციების არსებობაზე ქვეყანაში უამრავი არტეფაქტი მეტყველებს. შოტლანდიის წერილობითი ისტორია კუნძულზე რომაელების შემოსვლით იწყება, როდესაც რომმა ინგლისისა და უელსის ტერიტორია დაიპყრო და ბრიტანია უწოდა. ჩრდილოეთით კი კალედონიად წოდებული მხარე რჩებოდა, რომელიც რომაელებმა ვერ დაიპყრეს. მისი ტერიტორია პიქტებით იყო დასახლებული, რომლებიც ზღვას ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს მნიშველობას ანიჭებდნენ. შოტლანდიის ხელსაყრელ საზღვაო-სავაჭრო ადგილას მდებარეობის გამო, ადგილობრივ ვაჭრებს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ სამხრეთ და აღმოსავლეთ ბალტიის ქვეყნებთან. ასევე ირლანდიასთან, საფრანგეთთან და აქედან უკვე მთელ ევროპასთან. 1707 წლის უნიისა და ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ შოტლანდია ევროპაში კომერციული, ინტელექტუალური და სამრეწველო თვ ალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იქცა.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა

შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები ძირითადად ინგლისთან წარმოებდა 13-14 საუკუნეებში. პირველი ომი 1296 წელს ატყდა ინგლისის მიერ შოტლანდიის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის გამო და 1332 წელს ედ

ინბურგ-ნორთონმფთონის შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა. მეორე ომი 1332-1337 წლებში წარმოებდა და ბერვიქის შეთანხმებით დაზავდნენ მხარეები.

ხსენებული ომები შოტლანდიელი ხალხისთვის ისტორიულად ყველაზე მძიმე მომენტად მიიჩნევა. ორივე ომის დასრულებისას შოტლანდია თავისუფალ ქვეყნად რჩებოდა. ომში მშვილდ-ისრები აქტიურად გამოიყენებოდა, რაც შუა საუკუნეების განმავლობაში ომის წარმოებისას აუცილებელ იარაღად მიიჩნევა.

ენა

შოტლანდიის ოფიციალური ენებია: ინგლისური და გელურ-შოტლანდიური ენა. შოტლანდიის დიდი ნაწილი ინგ

ლისურად ლაპარაკობს, შოტლანდიურს კი დასავლეთის კუნძულების მცხოვრებნი იყენებენ. არის მესამე ენაც, ე.წ. ქვემო შოტლანდიური, რომელიც გერმანიკული ჯგუფისაა და ინგლისურთან საკმაოდ ახლოს დგას.

დიდი მადლობა ვიკიპედიას ...


ეს პოსტი ჩემი საყვარელი მეხსიერებისათვის არის შექმენილი ,როდესაც დამჭირდება საყვარელ ინტერნეტს აღარ შევაწ უხებ

North-Eastern Scotland Aurora Borealis

Saturday, June 6

*!*შანდორ პეტეფი *!*


შანდორ პეტერფი დაიბადა 1 იანვარს 1823 წელს.კიშკერეში და გარდაიცვალა 31 ივლისს 1849 წელს შეგეშვარში .
უნგრელი პოეტი,რევოლუციონერი-დემოკრატი. 1848-1849 წლებში უნგრული რევლოუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ.მშობლების (მამა ― სერბი, დედა ― სლოვაკი) გაკოტრების გამო პეტეფი იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მოხეტიალე ცხოვრება დაეწყო. მუშაობდა სტატისტად, გამწესდა ჯარისკაცად, იყო მოხეტიალე დასის მსახიობი და მოდების ჟურნალის რედაქტორის თანაშემწე. პირველი ლექსი "მსმელი" 1842 გამოაქვეყნა. მ. ვერეშმარტის დახმარებით დაბეჭდა პირველი კრებული "ლექსები" (1844). პეტეფი იყენებდა ხალხურ მოტივებს, თუმცა თვალსაჩინო იყო მისი პოეტური ქმნილებების თვითმყოფადი ხასიათიც (პოემა "სოფლის ურო", 1844; პოი, შანემა-ზღაპარი "რაინდი იანოში", 1844; ქართული თარგმანი 1952).პეტეფის ლექსებში მალე გაჩნდა დემოკრატიული სულისკვეთება ("ველური ყვავილი", 1844, "მეფეთა წინააღმდეგ" და სხვ.). პოეტის სატრფიალო ლირიკამ მწვერვალს მიაღწია ციკლებში "ეტელკას საფლავის კვიპაროსების რტოები" (1845), "სიყვარულის მარგალიტები" (1845). სამყაროს მტკივნეულ შეგრძნებას გამოხატავს რომანტიკული ციკლი "ღრუბლები" (1845-1846). რეაქციულმა კრიტიკამ, სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობამ და უიღბლო სიყვარულმა პოეტი სულიერ კრიზისამდე მიიყვანა (დრამა "ძუ ვეფხვი და აფთარი", 1845; პოემა "პიშტა სილაი", 1846 და სხვ.). შემდეგ კი, 40-იანი წწ. მეორე ნახევარში, ი. არანთან დამეგობრებამ, იულია სენდრევის სიყვარულმა და მასთან ქორწინებამ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პეტეფის შემოქმედებითს ევოლუციაზე ("ერთი რამ მაღელვებს", "სასახლე და ქოხი" და სხვ.).

უნგრეთის სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ პეტეფის მთელი შემოქმედება რევ.-დემოკრატიულ პლატფორმაზე დააყენა. 1847 სათავეში ჩაუდგა "ახალგაზრდა უნგრეთის" ორგანიზაციას. მონაწილეობდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის "12 პუნქტის" შემუშავებაში. პეტეფიმ შექმნა დემოკრატიულ ლიტერატურისათვის მებრძოლ ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი "ათეულის საზოგადოება". 1849 მარტიდან იგი პეშტის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა; 1849-იდან იყო ი.ბემის ადიუტანტი. საბრძოლო ჰიმნად გაისმოდა პეტეფის ლექსები "ეროვნული სიმღერა", "საბრძოლო 1792 სექტემბრის სიმღერა" და სხვ. პეტეფის შემოქმედებას ერთგვარად აჯამებს პოემა "მოციქული" (1848; ქართული თარგმანი, 1977).

26 წლის პეტეფი მეფის რუსეთის კაზაკებთან ბრძოლაში დაიღუპა. მისი სახელი მსოფლიო ლიტერატურაში დარჩა რევოლუციის, თავისუფლებისა და სიყვარულის მგზნებარე მომღერალი. პეტეფის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე.
. . .
ვარდი ხარ?!


ვარდი ხარ?!ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!
ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.
. . .

. . .
ჩემი საფლავი


როცა მოვკვდები ჩემს საფლავს ალბათ,
ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი.
ძვლივს დაინახავს პატარა დაფას,
ზედ წაწერილი ჩემი სახელით.

მაგრამ ეს ჯავრი ცივ ქვად რომ იქცეს,
ჯავრი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით.
ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს,
პირამიდებზე მაგალი ძეგლი.
***************
ჩემი საფლავი
შანდორ პეტეფი
თარგმანი უნგრულიდან - გრიგოლ აბაშიძე

როცა მოვკვდები ჩემს საფლავს ალბათ,
ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი.
ძვლივს დაინახავს პატარა დაფას,
ზედ წაწერილი ჩემი სახელით.

მაგრამ ეს ჯავრი ცივ ქვად რომ იქცეს,
ჯავრი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით.
ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს,
პირამიდებზე მაგალი ძეგლი.