Saturday, May 1




Wednesday, March 31

jon kiTsi

ra codna minda! Cemi hangi aris martivi. magaram is aris gazafxulis maxarobeli.ra codna minda! Cemi hangi aris martivi magram mas usmens mwuxris sio, aris yoveli. usaqmod ar zis, vinc yovel wuts saqmes wiravso, da mas ar Zinavs, vinc gvarwmunebs, ukve mZinavso
მე როცა ვშიშობ
მე როცა ვშიშობ, რომ სიცოცხლე სულ ცოტას გასტანს

და ვერ დავაშრობ ფიქრის ნაკადს ამ კალმის გაკვრით,

როცა ჯერ კიდევ მაღლა აზრთა უმწიფეს თავთავს

ვერ ჩამოვართვი სიბრძნისა და სიმშვიდის ხარკი;

როცა ჩავცქერი ღამის ნაკვთებს, ბნელი ნამშირებს

და შორს ვარსკვლავებს, ამღერებულთ სივრცის დიდებით,

ვფიქრობ, იქნება ვერც ვეღირსო მათ შორ აჩრდილებს,

რომ დავადევნო მაგიური ხელი იმისი.

და როდესაც ვგძნობ, რომ არსება სულ ერთის წუთის,

ვეღარასოდეს ვერ გიხილავ_წასვლას აპირებ,

ვეღარასოდეს ვერ დავტკბები ცეცხლოვან სულით

სულ უპასუხო სიყვარულის, მაშინ ნაპირზე

ვრცელი სამყაროს სიმარტივე მიპყრობს თამდათან

ვიდრე დიდება და ტრფიალი პრება თვალთაგან.



ფენის

გთხოვ შემიწყალო, სიყვარულო, შენს ნაპირს გავდევ,

შეგთხოვ სიყვარულს, სულის სიღრმეს, რაც არ იცვლება,

ფიქრებს პირუთვნელს, ხელშეუხებ სხივების ნათელს

და სიყვარულით აღტაცებულ თავდავიწყებას.

იყავი ჩემი სულ მთლიანად, სულ, სულ, მთლიანად,

ო, ეს სხეული, ეგ სიწმინდე, გძნობით მიხვედრა,

ო, ეგ მკლავები, ეგ თვალები ღვთიურ სიზმართა,

და თბილი მკერდი, გამჭირვალე ტბად რომ ირხევა.

შენი არსება, შეუცნობი ბედნიერება,

არ დაიტოვო თუმც მცირედიც, ყველა ჩემია,

და თუ კი არა, სიყვარულო, სუნთქვა ნელდება,

გადამივიწყე, ბილიკები მარტოდ რჩებიან,

და ვივლი ქვეყნად, სულ უმიზნო ლანდად ქცეული

მშენიერებას და სიცოცხლეს გადაჩვეული.



სულ ათასი დღის განწირული სხეული კაცის


სულ ათასი დღის განწირული სხეული კაცის
შენი ოთახი სივრცეს ავსებს-სიმღერის ნაკვალს
აქ ვოცნებობდი, დაფნის გვირგვინს უშენოდ აწვიმს
აქ გიხაროდა, აქ გირწევდნენ უძილო აკვანს
ჩემს გულისცემას- შენი ქერის ვისკი აჩქარებს
ხედავ ფიქრები შემოიჭრნენ მკვლელთა დანებად,
თვალი დაგეძებს, და თვალს ისევ გრძნობა ალაჩრებს,
მომუსხულივით წარმოსახვა შეცბა დაგნებდა
ხომ შემიძლია ფეხი დავკრა იატაკს უცებ
და გამოვაღო შენი ფანჯრის ჭრიალა ბუდე,
მივწვდე შენ მინდვრებს, შენ წალკოტებს,ლამაზთ და უცვლელთ
ხომ შემიძლია შენზე ფიქრი დაბრმავებამდე.,
ხომ შემიძლია ოქროს თასი შევსვა კიდევაც,
მაშ გაიღიმე აჩრდილებში- აი დიდება




მას, ვისაც უყვარს განთიადზე მზესთან შეხვედრა



მას, ვისაც უყვარს განთიადზე მზესთან შეხვედრა,

თვალდახუჭული ვინც მზის სხივებს ეალერსება,

მას სიყვააარულზე ეს პოემა, წარმტაც ლექსებად

რძიან მინდვრებში მძინარ ტბებთან უნდა ემღერა.

პირველ ვარსკვლავით ვინც იცილებს მყინავ კაეშანს,

მრავალ მიწიერაGაღტყინებას ასე უსულოს,

ღამეს, ვარსკვლებს, აღტაცება მან უჩურჩულოს,

ანდა მთოვარეს *_სანადიროდ ძირს თუ დაეშვა.

ვინც შტაგონების წუთებისთვის ამქვეყნად ცოცხლობს,

რომ ყოველ ცრემლში და ღიმილში ნათელი ჩანდეს,

იგი იპოვის თავშესაფარს, სულისთვის გოდოლს,_

ლამაზ ხეივანს გაუყვება,სხივების ჩამტევს,

სადაც გირჩები ნაძვებიდან მოცვივაოქროდ

და მეჟოლია ხმელ ფოთლებში მიხტუნავს მჩატედ.

Sunday, March 21

დიდი ადამიანები ....

რაც არ ყოფილა.


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

"უკვდავება არ არსებობს,ხოლო სიცოცხლე,ხანგრძლივიცაა და ხანმოკლეც,სიკვდილთაც შეჩვევაა და მეტი არაფერი.თავიდანვე ამიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე-სიკვდილისთვის რომ მოემზადოს..."

*** (ვწევარ და ვუსმენ...)
ოთარ ჭილაძე

ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები.... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები....
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი.... საით გაჰყევი ქუჩებს....
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ....
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს-შენი ხმით სავსეს-
ვხვდები ცხცახით და გულისცემით.
მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვიუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.


*** (მეფეებივით ფიქრობენ მთები...)
ოთარ ჭილაძე

მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

"ვიბადებით, რათა შევცოდოთ და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ"
***
ბოლოს და ბოლოს დამთავრდა, გაქრა
უაზრო ღელვაც, შიშიც, ეჭვებიც....
ბევრი დავკარგე, ბევრს ვკარგავ, მაგრამ
ბნელ უფსკრულებში ცქერას ვეჩვევი.
მე მირჩევნია, ვზიდო ხუნდები,
ვიდრე ვიცხოვრო ვიღაცის ნებით.
მე ის მსურს-ჩემთვის რაც შეშურდებათ,
ანდა-ტკივილით დათმობენ სხვები

აღარ ჩამოგეხსნები,

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.


  • დედაა, რასაც პირველად ნახავ.
  • მამით იწყება გზებზე ფიქრები.
  • მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
  • იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.
  • ბავშვობა გადის და უცებ გადის.
  • ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.
  • აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
  • ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.
  • ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,
  • ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს,
  • რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას
  • და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.
  • სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,
  • დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი
  • და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს
  • ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.
  • ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის და აღარც დედებს არ ვეტირებით,
  • რადგან ზღაპრების გმირების დარად,
  • ვართ ბოროტები ან კეთილები.
  • და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,
  • ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.
  • ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,
  • ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.
  • და უცებ სულში შემოდის ქალი:
  • ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით....
  • და ტკივილამდე გახელილ თვალებს
  • ეცოტავებათ ზეცის ნათელი.
  • ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
  • და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად
  • ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
  • რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
  • რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
  • რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....
  • და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
  • იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
"სარკმელი ისევ დამრჩება ღია -
გამექცევიან ფიქრები გარეთ.
მტკვარი მიდის და მთვარე ვერ მიაქვს,
მიდის მტკვარი და ვერ მიაქვს მთვარე.
გრძელდება ჯიბრი მტკვრისა და მთვარის,
გრძელდება ორი ვნების ჭიდილი..
და კედლის იქით მეზობლი ქალი
შფოთავს, წრიალებს დამფრთხალ ჩიტივით".

და აკაკის ჰკითხეს....

- რომელი თვისება უფრო მოგწონს კაცისა? - მამაცური სულგრძრელობა.
- რომელი თვისება მოგწონს ქალისა? - გულწრეფელი დაუდგრომლობა.
- რას უფრო გინდა აკეთებდე? - მისთანა საქმეს, რომელიც თავაშვებულს ჰლაგმავდეს და გულგატეხილს ამხნევებდეს.
- რითი განსხვავდება შენი ხასითი? - საფუძვლიანში სიმტკიცით და წვრილმანში უხასიათობით.
- რომელია ყველაზე დიდი ბედნიერება? - გარემოების ატანა.
- რომელია ყველაზე დიდი უბედურება? - გულუმაძღრობა.
- რა ფერი უფრო გიყვარს? - დროზე მოხდენილი.
- რა ყვავილი? - ვარდი.
- შენ რომ აკაკი არ იყო, ვინ გინდა იყო? - მაინც აკაკი.
- სად უფრო გინდა ცხოვრობდე? - ყველგან და არსად.
- რომელი მწერლის პროზა უფრო მოგწონს? - არდაზიანის.
- რომლის პოეზია? - გურამიშვილის.
- ვინ უფრო მოგწონს კაცთაგან ისტორიაში? - გიორგი ბრწყინვალე.
- რომანში ვინ გირჩვენია კაცთაგან? - ავთანდილი.
- ქალთაგან ვინ მოგწონს რომანში? - ნესტანდარეჯანი.
- რა სახელები უფრო გიყვარს? - ელენე და არჩილი.
- რა უფრო გძულს ქვეყანაზე? - წვრილმანობა.
- რა შეცდომას უფრო აპატიებ კაცს? - ყოველგვარს, თუ კი შეინანიებს.
- რა სასმელს უფრო ეწყობი? - წყალს.
- ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი ქუთაისში? - ის, რომელიც მე შემიყვარდება.
- შენი ცხოვრების დევიზი რა არის? - შრომა და მოთმინება.
- რომელი ადგილი უფრო მოგწონს "ვეფხისტყაოსნისა"? - ჩვენი კრიტიკოსებისაგან დაწუნებულლი.

...
მე ახლა მივხვდი
საიდან მოდის
წვიმა, რომელსაც სიმღერა ჰქვია.

მე ახლა ვიცი,
რატომ და როდის,
როგორ აჯენენ ტყვიაში ტყვიას.

მე ახლა ვატყობ,
რად დამჭრეს ფრთები,
რად გაატანეს ჩემი ხმა ნიავს.

მე ახლა... მაგრამ
მე უკვე ვთვრები
და გული ჩემი შენს ფერხთით გდია.

1974 წ.


საივერიო

გზა უკვდავების გზაა ჯვარცმულის,
ისევ მაცხოვრის მკლავს სატკივარი, -
საიდან მოდის ეს სიყვარული,
ან მე რომ მისმენს ნეტა ვინ არის?!

ისევ ვლოცულობ ქართულ ხატებზე,
ანგელოსები ისევ მღერიან,
მუხლზე ვეცემი და შენ გავედრებ,
დედაო ღვთისავ, ჩემს ივერიას!

ჩემთვის გაიხსნა, ცა რომ გაიხსნა,
მწიფს ვენახივით სიტყვა ქართული,
და ხელთ მიპყრია ჯვარი ვაზისა,
ვითარც იმედი და სასწაული!

რაც იყო და რაც არი

ფიქრთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო,

გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება, -

მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს

არ სჭირდება მთების გამოგონება.

ალგეთურ ცეცხლს ცხელ ცურებზე ვატყობ

კვლავაც დაზრდის ბოკვრებს ფრთიან ლომებად,

ცოტნესა და ქეთევანის პატრონს

არ სჭირდება გმირთა გამოგონება.

ფქვილი ჩვენი არ იქცევა ქატოდ,

ვის რად უნდა ნასხვისარი დიდება, -

„ვეფხისა და მოყმის“ ზვიად პატრონს

სხვათა ენა სესხად არ დასჭირდება.

უნდა ვწეროთ, კიდეც უნდა ვხატოთ,

სული ჩვენი ტკივილს არ ემონება, -

მკლავმოჭრილი დიდოსტატის პატრონს

არ სჭირდება ცრემლის გამოგონება.

ვარსკვლავები ვარსკვლავებთან მივლენ,

ჩვენ გვეყუდვნის რაც იყო და რაც არი, -

ქართვლის დედის მკერდზე მიკრულ შვილებს

სულაც არ სურთ დედად დედინაცვალი.

ცა იხსნება. სხვას არაფერს ვნატრობ.

სიხარული კვლავ წვეთ-წვეთად გროვდება, -

ნაღდზე-ნაღდი მეგობრების პატრონს

არ სჭირდება მტრების გამოგონება.

საქართველოვ, შენს თბილ აკვნებს ვფიცავ,

სიკვდილს შევსვამ შენგან მოწვდილ ჯამიდან, -

დამეყაროს გულზე შენი მიწა

და სხვა ჯილდო შენს ერთგულ ყმას არ მინდა!

Friday, February 19

I CAN hey i love..hey i LOVE ...hey I LIVE

ნათელი სხივი თვალებს დაბინდავს,
გულზე მჭმუნვარედ მომეწეპება,
მზისფერ სინათლეს მე იმედს მოვთხოვ
იქნებ ვებრალო და სხივი მისნი მომეფერება ...
ჰოი სინათლევ დაველოდები, მე შენი სხივნი მაძლევენ იმედს,
უკანასკნელი ამოსუნთქვაც და დავეკარგები ამ ქვეყნისსა ფერს,,,
დავეკარგები მათ ვისაც სურს რომ იყოს ხიზანი ჩემი გულისა...
დავეკარეგბი მათ ვინც მიმიღო ადამიანი მძიმე სულისა..
დავეკარგები ჩემს მელოდიებს ღრმად რომ ჩამესმის ფერად თვალებში(<3)...
დავეკარგები მე იმ ადგილებს სადაც პირველად ვისწავლე ფიქრი
სადაც პირველად როგორც მოზრდილმა,ზრახვიდი აწმოს ჩვეულ ცხოვრებას,
დავეკარგები მე იმ სიყვარულს რომელიც ვფიქრობ არ მიპოვია...
დავეკარგები უტიფრო სახეს ,მათ გამოგზავნილ უგულო თვალებს...
დავეკარგები სადღაც,ცის მხარეს,სადღაც ნუშები ar yvaviloben...
sadac arsebobs adamiani chemi saxebis meore mxare )

Tuesday, January 19

p.p.p.


ჩემს დაუბადებელ ვაჟიშვილს
პაოლო


იქ მდინარესთან ახალი და ქათქათა ხიდის

ახლოს, რომელიც ფაშისტების საამებლად

კათოლიკებმა მოამთავრეს,-იქ, ფრიზებს შორის

რიოშ ნანგრევებს და ნახევარკოლონებს შორის

ქალების დასტა კლიენტების მოლოდინში მზეზე თბებოდა

და იმით შორის ფრანკა, გოგონა ჩამოსული ვიტერბოს მხრიდან.

თუმცა გოგონა, მაგრამ უკვე დედა და თანაც

რა სხარტი ვინმე, რა მსუბუქად მოიჭრა ჩემი

მანქანის კართან, თან იმგვარი თავდაჯერებით

რომ შემეცოდა. შემოვიდა და მოკალათდა

ბიჭუნასავით მხიარული და ჩვენ გავქანდით

კასიის მხარეს, გზაჯვარედინს გავცდით თუ არა,

მზის ქვეშ ცარიელ გზატკეცილზე გავიჯირითეთ

ცარცის კარიერს და ტრიპოლის ქოხების გასწვრივ

და მივაღწიეთ იმ ალაგსაც: ეს იყო მდელო,

ღრმა მღვიმეებით ჩამოსერილ გორაკის ძირას,

ბებერი ცხენი მოშორებით, ნამიან მოლზე

და ცარიელი მანქანა ბუჩქებს მოფარებული,

სადღაც, სულ ახლოს მხიარული ექო გასროლის,

ირგვლივ ბავშვები, ღარიბები და წყვილები ახალ-ახალი,

რა სავსე იყო იმ დღეებსი ჩემი ცხოვრება, საქმიანობა,

არავითარი უთანხმოება, არავითარი შიში და ძრწოლა,

მე წლიდან წლამდე აგრე მშველოდა

-თანდაყოლილი სიმსუბუქე, ჯანმრთელობა, აღფრთოვანება,

მერე კი ფიქრის სინათლე, თუმცა ზოგჯერ ცოტა საეჭვოც,

-სიყვარული და ძლიერება და აზროვნება,

რომელიც უკვე ცხოვრებამ მომცა,

და მაინც არ დაბადებულა ჩემი პირველი

და ერთადერთი ვაჟიშვილი,

და მე არ ვნანობ, რომ აქ არა ხარ

და არც არასდროს მოხვალ ამქვეყნად.