Saturday, June 6

*!*შანდორ პეტეფი *!*


შანდორ პეტერფი დაიბადა 1 იანვარს 1823 წელს.კიშკერეში და გარდაიცვალა 31 ივლისს 1849 წელს შეგეშვარში .
უნგრელი პოეტი,რევოლუციონერი-დემოკრატი. 1848-1849 წლებში უნგრული რევლოუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ.მშობლების (მამა ― სერბი, დედა ― სლოვაკი) გაკოტრების გამო პეტეფი იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მოხეტიალე ცხოვრება დაეწყო. მუშაობდა სტატისტად, გამწესდა ჯარისკაცად, იყო მოხეტიალე დასის მსახიობი და მოდების ჟურნალის რედაქტორის თანაშემწე. პირველი ლექსი "მსმელი" 1842 გამოაქვეყნა. მ. ვერეშმარტის დახმარებით დაბეჭდა პირველი კრებული "ლექსები" (1844). პეტეფი იყენებდა ხალხურ მოტივებს, თუმცა თვალსაჩინო იყო მისი პოეტური ქმნილებების თვითმყოფადი ხასიათიც (პოემა "სოფლის ურო", 1844; პოი, შანემა-ზღაპარი "რაინდი იანოში", 1844; ქართული თარგმანი 1952).პეტეფის ლექსებში მალე გაჩნდა დემოკრატიული სულისკვეთება ("ველური ყვავილი", 1844, "მეფეთა წინააღმდეგ" და სხვ.). პოეტის სატრფიალო ლირიკამ მწვერვალს მიაღწია ციკლებში "ეტელკას საფლავის კვიპაროსების რტოები" (1845), "სიყვარულის მარგალიტები" (1845). სამყაროს მტკივნეულ შეგრძნებას გამოხატავს რომანტიკული ციკლი "ღრუბლები" (1845-1846). რეაქციულმა კრიტიკამ, სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობამ და უიღბლო სიყვარულმა პოეტი სულიერ კრიზისამდე მიიყვანა (დრამა "ძუ ვეფხვი და აფთარი", 1845; პოემა "პიშტა სილაი", 1846 და სხვ.). შემდეგ კი, 40-იანი წწ. მეორე ნახევარში, ი. არანთან დამეგობრებამ, იულია სენდრევის სიყვარულმა და მასთან ქორწინებამ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პეტეფის შემოქმედებითს ევოლუციაზე ("ერთი რამ მაღელვებს", "სასახლე და ქოხი" და სხვ.).

უნგრეთის სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ პეტეფის მთელი შემოქმედება რევ.-დემოკრატიულ პლატფორმაზე დააყენა. 1847 სათავეში ჩაუდგა "ახალგაზრდა უნგრეთის" ორგანიზაციას. მონაწილეობდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის "12 პუნქტის" შემუშავებაში. პეტეფიმ შექმნა დემოკრატიულ ლიტერატურისათვის მებრძოლ ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი "ათეულის საზოგადოება". 1849 მარტიდან იგი პეშტის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა; 1849-იდან იყო ი.ბემის ადიუტანტი. საბრძოლო ჰიმნად გაისმოდა პეტეფის ლექსები "ეროვნული სიმღერა", "საბრძოლო 1792 სექტემბრის სიმღერა" და სხვ. პეტეფის შემოქმედებას ერთგვარად აჯამებს პოემა "მოციქული" (1848; ქართული თარგმანი, 1977).

26 წლის პეტეფი მეფის რუსეთის კაზაკებთან ბრძოლაში დაიღუპა. მისი სახელი მსოფლიო ლიტერატურაში დარჩა რევოლუციის, თავისუფლებისა და სიყვარულის მგზნებარე მომღერალი. პეტეფის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე.
. . .
ვარდი ხარ?!


ვარდი ხარ?!ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!
ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.
. . .

. . .
ჩემი საფლავი


როცა მოვკვდები ჩემს საფლავს ალბათ,
ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი.
ძვლივს დაინახავს პატარა დაფას,
ზედ წაწერილი ჩემი სახელით.

მაგრამ ეს ჯავრი ცივ ქვად რომ იქცეს,
ჯავრი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით.
ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს,
პირამიდებზე მაგალი ძეგლი.
***************
ჩემი საფლავი
შანდორ პეტეფი
თარგმანი უნგრულიდან - გრიგოლ აბაშიძე

როცა მოვკვდები ჩემს საფლავს ალბათ,
ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი.
ძვლივს დაინახავს პატარა დაფას,
ზედ წაწერილი ჩემი სახელით.

მაგრამ ეს ჯავრი ცივ ქვად რომ იქცეს,
ჯავრი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით.
ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს,
პირამიდებზე მაგალი ძეგლი.

1 comment:

დამიკომენტარეთ (sun) ეცადეთ კარგი სიტყვები გაიმეტოთ! :P