Wednesday, March 31

jon kiTsi

ra codna minda! Cemi hangi aris martivi. magaram is aris gazafxulis maxarobeli.ra codna minda! Cemi hangi aris martivi magram mas usmens mwuxris sio, aris yoveli. usaqmod ar zis, vinc yovel wuts saqmes wiravso, da mas ar Zinavs, vinc gvarwmunebs, ukve mZinavso
მე როცა ვშიშობ
მე როცა ვშიშობ, რომ სიცოცხლე სულ ცოტას გასტანს

და ვერ დავაშრობ ფიქრის ნაკადს ამ კალმის გაკვრით,

როცა ჯერ კიდევ მაღლა აზრთა უმწიფეს თავთავს

ვერ ჩამოვართვი სიბრძნისა და სიმშვიდის ხარკი;

როცა ჩავცქერი ღამის ნაკვთებს, ბნელი ნამშირებს

და შორს ვარსკვლავებს, ამღერებულთ სივრცის დიდებით,

ვფიქრობ, იქნება ვერც ვეღირსო მათ შორ აჩრდილებს,

რომ დავადევნო მაგიური ხელი იმისი.

და როდესაც ვგძნობ, რომ არსება სულ ერთის წუთის,

ვეღარასოდეს ვერ გიხილავ_წასვლას აპირებ,

ვეღარასოდეს ვერ დავტკბები ცეცხლოვან სულით

სულ უპასუხო სიყვარულის, მაშინ ნაპირზე

ვრცელი სამყაროს სიმარტივე მიპყრობს თამდათან

ვიდრე დიდება და ტრფიალი პრება თვალთაგან.



ფენის

გთხოვ შემიწყალო, სიყვარულო, შენს ნაპირს გავდევ,

შეგთხოვ სიყვარულს, სულის სიღრმეს, რაც არ იცვლება,

ფიქრებს პირუთვნელს, ხელშეუხებ სხივების ნათელს

და სიყვარულით აღტაცებულ თავდავიწყებას.

იყავი ჩემი სულ მთლიანად, სულ, სულ, მთლიანად,

ო, ეს სხეული, ეგ სიწმინდე, გძნობით მიხვედრა,

ო, ეგ მკლავები, ეგ თვალები ღვთიურ სიზმართა,

და თბილი მკერდი, გამჭირვალე ტბად რომ ირხევა.

შენი არსება, შეუცნობი ბედნიერება,

არ დაიტოვო თუმც მცირედიც, ყველა ჩემია,

და თუ კი არა, სიყვარულო, სუნთქვა ნელდება,

გადამივიწყე, ბილიკები მარტოდ რჩებიან,

და ვივლი ქვეყნად, სულ უმიზნო ლანდად ქცეული

მშენიერებას და სიცოცხლეს გადაჩვეული.



სულ ათასი დღის განწირული სხეული კაცის


სულ ათასი დღის განწირული სხეული კაცის
შენი ოთახი სივრცეს ავსებს-სიმღერის ნაკვალს
აქ ვოცნებობდი, დაფნის გვირგვინს უშენოდ აწვიმს
აქ გიხაროდა, აქ გირწევდნენ უძილო აკვანს
ჩემს გულისცემას- შენი ქერის ვისკი აჩქარებს
ხედავ ფიქრები შემოიჭრნენ მკვლელთა დანებად,
თვალი დაგეძებს, და თვალს ისევ გრძნობა ალაჩრებს,
მომუსხულივით წარმოსახვა შეცბა დაგნებდა
ხომ შემიძლია ფეხი დავკრა იატაკს უცებ
და გამოვაღო შენი ფანჯრის ჭრიალა ბუდე,
მივწვდე შენ მინდვრებს, შენ წალკოტებს,ლამაზთ და უცვლელთ
ხომ შემიძლია შენზე ფიქრი დაბრმავებამდე.,
ხომ შემიძლია ოქროს თასი შევსვა კიდევაც,
მაშ გაიღიმე აჩრდილებში- აი დიდება




მას, ვისაც უყვარს განთიადზე მზესთან შეხვედრა



მას, ვისაც უყვარს განთიადზე მზესთან შეხვედრა,

თვალდახუჭული ვინც მზის სხივებს ეალერსება,

მას სიყვააარულზე ეს პოემა, წარმტაც ლექსებად

რძიან მინდვრებში მძინარ ტბებთან უნდა ემღერა.

პირველ ვარსკვლავით ვინც იცილებს მყინავ კაეშანს,

მრავალ მიწიერაGაღტყინებას ასე უსულოს,

ღამეს, ვარსკვლებს, აღტაცება მან უჩურჩულოს,

ანდა მთოვარეს *_სანადიროდ ძირს თუ დაეშვა.

ვინც შტაგონების წუთებისთვის ამქვეყნად ცოცხლობს,

რომ ყოველ ცრემლში და ღიმილში ნათელი ჩანდეს,

იგი იპოვის თავშესაფარს, სულისთვის გოდოლს,_

ლამაზ ხეივანს გაუყვება,სხივების ჩამტევს,

სადაც გირჩები ნაძვებიდან მოცვივაოქროდ

და მეჟოლია ხმელ ფოთლებში მიხტუნავს მჩატედ.

No comments:

Post a Comment

დამიკომენტარეთ (sun) ეცადეთ კარგი სიტყვები გაიმეტოთ! :P