Sunday, March 21

დიდი ადამიანები ....

რაც არ ყოფილა.


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

"უკვდავება არ არსებობს,ხოლო სიცოცხლე,ხანგრძლივიცაა და ხანმოკლეც,სიკვდილთაც შეჩვევაა და მეტი არაფერი.თავიდანვე ამიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე-სიკვდილისთვის რომ მოემზადოს..."

*** (ვწევარ და ვუსმენ...)
ოთარ ჭილაძე

ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები.... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები....
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი.... საით გაჰყევი ქუჩებს....
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ....
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს-შენი ხმით სავსეს-
ვხვდები ცხცახით და გულისცემით.
მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვიუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.


*** (მეფეებივით ფიქრობენ მთები...)
ოთარ ჭილაძე

მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

"ვიბადებით, რათა შევცოდოთ და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ"
***
ბოლოს და ბოლოს დამთავრდა, გაქრა
უაზრო ღელვაც, შიშიც, ეჭვებიც....
ბევრი დავკარგე, ბევრს ვკარგავ, მაგრამ
ბნელ უფსკრულებში ცქერას ვეჩვევი.
მე მირჩევნია, ვზიდო ხუნდები,
ვიდრე ვიცხოვრო ვიღაცის ნებით.
მე ის მსურს-ჩემთვის რაც შეშურდებათ,
ანდა-ტკივილით დათმობენ სხვები

აღარ ჩამოგეხსნები,

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.


  • დედაა, რასაც პირველად ნახავ.
  • მამით იწყება გზებზე ფიქრები.
  • მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
  • იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.
  • ბავშვობა გადის და უცებ გადის.
  • ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.
  • აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
  • ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.
  • ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,
  • ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს,
  • რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას
  • და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.
  • სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,
  • დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი
  • და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს
  • ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.
  • ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის და აღარც დედებს არ ვეტირებით,
  • რადგან ზღაპრების გმირების დარად,
  • ვართ ბოროტები ან კეთილები.
  • და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,
  • ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.
  • ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,
  • ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.
  • და უცებ სულში შემოდის ქალი:
  • ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით....
  • და ტკივილამდე გახელილ თვალებს
  • ეცოტავებათ ზეცის ნათელი.
  • ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
  • და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად
  • ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
  • რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
  • რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
  • რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....
  • და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
  • იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
"სარკმელი ისევ დამრჩება ღია -
გამექცევიან ფიქრები გარეთ.
მტკვარი მიდის და მთვარე ვერ მიაქვს,
მიდის მტკვარი და ვერ მიაქვს მთვარე.
გრძელდება ჯიბრი მტკვრისა და მთვარის,
გრძელდება ორი ვნების ჭიდილი..
და კედლის იქით მეზობლი ქალი
შფოთავს, წრიალებს დამფრთხალ ჩიტივით".

No comments:

Post a Comment

დამიკომენტარეთ (sun) ეცადეთ კარგი სიტყვები გაიმეტოთ! :P